четверг, 20 февраля 2014 г.

,,ნონიაშვილები"

        ვემო ქართლში გვხვდება სახელი ბაღდასარა, აგრეთვე XX საუკუნის დასაწყისამდე ბაღდასარაშვილთა მრავალი კომლი. დავით დავითაშვილის გადმოცემით მათი გვარი ნონიაშვილი ყოფილა, რის გამოც დღესაც ნონიაანთს ეძახიან. მის პაპის პაპას სოფელში ყველაზე ყველაზე კარგი ბაღი ჰქონია, ვენახი და ღობეები სხვებისაგან გამორჩეულად შესარული. ხალხთან ურთიერთობისას თურმე სულ ბაღსა და სარზე უყვარდათ საუბარი, აქედან შეერქვა მეტსახელი  ,,ბაღა" და ,,ბაღდასარი"  რომლებიდანაც უკვე შემდგომში მომდინარეობს გვარი ,,ბაღაშვილი". სწორედ აქედან გამომდინარე შემდგომში ნონიაშვილების გვარი შეცვალა ბაღდასარაშვილმა, ბაღაშვილმა, ბაღოშვილმა და ა.შ.  ისინი შეტანილნი არიან სიებში 1873 და 1886 წლებში.  ,,ბაღდასარაშვილები" და ,,ბაღაშვილები" ახალციხეში კათოლიკეები იყვნენ.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

ბაღაშვილი

        დიდი ხანი ვეძებდი ინფორმაციას ჩემი გვარის შესახებ, მაგრამ ამაოდ.  ამიტომაც გადავწყვიტე წავსულიყავი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.  მართალია ვერც აქ ვერ შევძელი ,,ბაღაშვილებზე" ბევრი უნფორმაციის მოძიება, მაგრამ გავიგე ზოგიერთი რამ, რაც აქამდე არ ვიცოდი.

      ბაღაშვილი (1721 წ) ბაღა მეტსახელი გვარებში:ბაღაძე, ბაღაშვილი.
      ,,ქ. საამისა და ედიშერისა  ქ. თაფანს 1721 წ.
     ისტორიულ წყაროებში ნახსენებნი არიან ბაღაშვილი ელუა და ბაღაშვილი თევდორა.
     ამჟამად ბაღაშვილები  სოფელ მუხათში ცხოვრობენ. ამავე ძირისაა ბარკაშვილი,                   ბაღბაია, ბაღიაშვილი, ბაღნიაშვილი, ბაღიაური, ბაღოშვილი და ბაღიშვილი.
      შდრ. ბაღვაში (ბაღუაში) ლაზური წარმოშობის გვარსახელი, არგვეთის მფლობელნი.           ქართლში  გადმოსვლის შემდეგ ორბელიანნი,  კლდეკარის მფლობელნი.  (სოფ.                   თაფანი, მუხათი)

      თბილისი - 406
      დედოფლისწყარო - 207
       სიღნაღი - 134


       ინფორმაცია მოძიებულია წიგნიდან :  ,, ქართული გვარ-სახელები"  ტომი I

четверг, 23 января 2014 г.

,,ბაღაშვილი"

      დღეს მე შევეცადე რომ მომეძია  გარკვეული ინფორმაცია ჩემი გვარის შესახებ, მაგრამ ეს არც ისე ადვილი გამოდგა.  დიდხანს ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. საბოოოდ კი როგორც იქნა მოვიძიე სურათი, რომელმაც ცოტათი მაინც გაამდიდრა და შეცვალა ჩემი წარმოდგენა ბაღაშვილების გვარზე .