четверг, 20 февраля 2014 г.

,,ნონიაშვილები"

        ვემო ქართლში გვხვდება სახელი ბაღდასარა, აგრეთვე XX საუკუნის დასაწყისამდე ბაღდასარაშვილთა მრავალი კომლი. დავით დავითაშვილის გადმოცემით მათი გვარი ნონიაშვილი ყოფილა, რის გამოც დღესაც ნონიაანთს ეძახიან. მის პაპის პაპას სოფელში ყველაზე ყველაზე კარგი ბაღი ჰქონია, ვენახი და ღობეები სხვებისაგან გამორჩეულად შესარული. ხალხთან ურთიერთობისას თურმე სულ ბაღსა და სარზე უყვარდათ საუბარი, აქედან შეერქვა მეტსახელი  ,,ბაღა" და ,,ბაღდასარი"  რომლებიდანაც უკვე შემდგომში მომდინარეობს გვარი ,,ბაღაშვილი". სწორედ აქედან გამომდინარე შემდგომში ნონიაშვილების გვარი შეცვალა ბაღდასარაშვილმა, ბაღაშვილმა, ბაღოშვილმა და ა.შ.  ისინი შეტანილნი არიან სიებში 1873 და 1886 წლებში.  ,,ბაღდასარაშვილები" და ,,ბაღაშვილები" ახალციხეში კათოლიკეები იყვნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий